LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქალმა რომ გაიშრიალოს, კაცი აპატიებს!? | საზოგადოებაში, არა ჯანსაღი, სისტემური პრობლემა იყო, თითქოს კაცის ღალატი მისაღებია ქალის არა“ – ირინა ტორონჯაძე

234
2024-09-27_01-47-17_939993

ტელეწამყვანი ირინა ტორონჯაძე გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ღალატის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, საზოგადოებაში, არა ჯანსაღი სისტემური პრობლემა იყო, თითქოს კაცის ღალატი მისაღებია ქალის არა.

„ძალიან ბევრი ქალი ღალატობდა ძველად ქმარს, თუმცა მალავდა. კაცები პირიქით, ამით ამაყობდნენ. ბევრი კაცი სწორედ ამ მენტალიტეტის მსხვერპლი იყო. ძმაკაცებთან უნდა ებაქიბუქა. უფრო მეტად ახალ თაობაში, ბევრად ჯანსაღი დამოკიდებულებაა. ბიჭებისთვის უკვე სირცხვილია ის თემა, რომ კაცის ღალატი ღალატი არაა და ქალის პირიქით. ღალატი ეს ადამიანის სულიერი მოკვდინებაა. ღალატს ყველა განიცდის და ტრავმებად ილექება. კაცმა ისე გაიშრიალა და ქალმა რომ გაიშრიალოს კაცი აპატიებს? უთქვამთ რომ არა, არ აპატიებენ“, – საუბრობს ირინა ტორონჯაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g