„რუსთავი 2“-ის პროექტში „ქართული“ ჟიურის წინაშე წარდგა ტრიო „სამანი“, რომელმაც ქეთი გაბისიანის მიერ „შვიდკაცასთვის“ დაწერილი სიმღერა „სატრფიალო“ შეასრულა, ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა და მეორე ტურიდან პირდაპირ საუკეთესო ათეულში გადაინაცვლა.
ტრიო „სამანი“ ლაშა ღლონტის მიერ შექმნილი ტრიო გახლავთ. „ჩვენი საამაყო ბიჭები“, წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ამ შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში:
„ბრავო, ოქროს ტრიოს…“
„ტრიო „სამანმა“ დაგლიჯა…“
„ტკბილი, სუფთა, შეწყობილი, ქართული არომატით გაჯერებული ხმები, მომღერლების მიერ ჯერ სიმღერის საოცარი მოფერება,შემდეგ კი ამ სიმღერით მსმენელთა მოფერება!!!“
