LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქურდული გარჩევის“ შედეგად მოქალაქეს, 5000 ლარის გადახდა დააკისრეს… დაკავებულია „ჯავა“, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კიდევ ერთი პირი“ – შსს

159
დაკავება შსს

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პირები დაკავებულები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

უწყების ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და „ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი რ.ა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო „კანონიერი ქურდი“ დ.ე. და “ქურდული გარჩევის“ შედეგად ც.მ.-ს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ რ.ა.-მ გადაიხადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/995

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on შაბათი, 03 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები