ლაშა ღლონტი გია ბაღაშვილის გადაცემას ესტუმრა და მოუყვა ამბავი, როგორ შეიქმნა მისი სიმღერა, სადაც ქართული კომპოზიციების პოპურია გაერთიანებული.
„ამ პოპურის შექმნას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. რამდენიმე სიმღერა, რაც პოპურშია გაერთიანებული, გოგი დოლიძისგან ვიცი და მღეროდა არაოფიციალურ ვერსიებში. რამდენიმე სიმღერა აღმოვაჩინე, მაინტერესებდა, ვინ იყო ამ სიმღერების ავტორი და აღმოჩნდა, რომ ეს არის ზურა ხელაია, არაჩვეულებრივი ადამიანი. ამ პოპურს დავამატე ჩემი მეგობრის, ლადო ციმაკურიძის ორი ახალი სიმღერა. თაობათა გადაბმამ საინტერესო პრეცედენტი შექმნა. ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ არავინ მიცნობდა, 19-20 წლის ვიყავი, ეს სიმღერები გადავაბი და ჩემს მეგობართან მივედი ტელევიზიაში, მათ სტუდიაში ჩავწერე ეს პოპური, რომელიც სახალხოდ არ უნდა გამოსულიყო. მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ გადაამრავლა და იყიდებოდა კასეტები ბაზრობებზე, თან, ჩემი სახელი, კახა ჟღენტი, არასწორად ეწერა. დატრიალდა ეს კასეტა და მაშინ ძალიან პოპულარული იყო ბაზრობებზე. პანდემიის შემდეგ თავიდან შეიქმნა ეს პოპური. გიტარაზე მე დავუკარი, მარიკა ქაცარავამ შეალამაზა, შემოალამაზა და საინტერესო რამ გამოვიდა, მგონი, მოეწონება ჩვენს მაყურებელს…“
ვიდეო: ლაშა ღლონტმა ცნობილი სიმღერების პოპური შეასრულა
ვიდეო: „ჰარალალი ჰარალალო“ – ქართული მრავალხმიანი სიმღერის საოცარი შესრულება ჯგუფ „ალილოსგან“