ახლგაზრდა მომღერალი მათე მარტიაშვილი აუდიტორიამ მუსიკალური პროქტიდან „რანინა“ გაიცნო. პროექტის სხვადასხვა ტურში, მის გამორჩეულ შესრულებებს შორის აღსანიშნავია ჯანსუღ კახიძის „ოღონდ შენთან მამყოფინა“, რომელიც მათემ ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად შეასრულა.
აღნიშნულმა შესრულებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მას შემდეგ მათემ ეს სიმღერა კიდევ რამდენჯერმე შეასრულა.
ახლახან, ბავშვთა ფოლკლორული სტუდია „შავნაბადას“ პედაგოგმა, ანსამბლ „შავნაბადას“ წევრმა, ვაკო ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი აკომპანემენტის ფონზე მათე ამავე სიმღერას მღერის.
„მაიმუნი მათე და მე. გაიზარდა და ხმაც „უტყდება“ უკვე, მაგრამ ცოტა მაინც ვამღერე“, – წერს ვაკო ასათიანი.
