ქართული კინოს ლეგენდის, გივი ბერიკაშვილის შვილი, ზურა ბერიკაშვილი გადაცემა “სიცრუის დეტექტორის” სტუმარია.
ზურა ბერიკაშვილი მამის შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს და საუბრობს, რომ მას ოჯახიდან დაფარული საქმიანობა ჰქონდა.
“უბედური 90-იანი წლები იყო, არანაირი შემოსავალი არ გვქონდა და ამ დროს გივი იტყოდა, რომ კახეთში გადაღებაზე მიდიოდა. თურმე დიდ მანქანებს, წინ უჯდებოდა და ერთი ადგილიდან მეორემდე აცილებდა. მოგეხსენებათ ეს ის დრო იყო, როდესაც ქუჩებში ავტომატიანი ხალხი მოძრაობდა და დაყაჩაღების შემთხვევები ძალიან ბევრი იყო.
მამაჩემი ამ საქმიანობას მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებდა. თავის თავზე იღებდა ამ ყაჩაღებს და ბანდიტებს. როდესაც აჩერებდნენ, ჩადიოდა მანქანიდან და თავისი ავტორიტეტით სარგებლობდა. შემოსავალი არ გვქონდა და ელემენტარულისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს”, – საუბრობს ზურა ბერიკაშვილი.
ვიდეო: “ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე მოილაპარაკეს” – რას იხსენებს მანანა ბერიკაშვილი
“ჩემი ლამაზი დედაც წავიდა” – გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა
ვიდეო: მანანა ბერიკაშვილის სიძემ გადაცემაში პირველ სტუმრად სიდედრი მიიწვია