LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე მოილაპარაკეს” – რას იხსენებს მანანა ბერიკაშვილი

428
BeFunky-collage - 2023-01-21T231457.083

ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილი, რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები კარიერაში და რა როლი ითამაშეს მის პროფესიულ განვითარებაში მშობლებმა.

“სამსახიობოზე ვსწავლობდი და როგორც ამბობდნენ, არ ვიყავი ცუდი მონაცემების არტისტი. ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე მოილაპარაკეს ჩემს პედაგოგთან, რომ მე ეს პროფესია შემესწავლა. მამაჩემი სულ მეუბნებოდა: შვილო, თეატრში სულ არის ერთი ქალი საჭირო. წავედი მოსკოვში და ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამოუკიდებელ ცხოვრებას არ ვიყავი მიჩვეული.

იმ სამმა წელიწადმა მე, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ მომცა. საქართველოში დავბრუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მივედი. სწავლების მეთოდოლოგია თითქმის ამოვაყირავე, რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა. ყველა წამომყვა და ჩემი პირველი ჯგუფი, როგორც პირველი სიყვარული ისე იყო, არასდროს რომ არ მეორდება”, – საუბრობს მანანა ბერიკაშვილი.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტში:

“ჩემი ლამაზი დედაც წავიდა” – გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა

ანო მაისურაძე ბაბუას, გივი ბერიკაშვილს იხსენებს: „ვერ ვიტყოდი, რომ მის გარეშე ვცხოვრობ… ყველგან გვხვდება მისი სიკეთე…“

ვიდეო: მანანა ბერიკაშვილის სიძემ გადაცემაში პირველ სტუმრად სიდედრი მიიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g