მარიამ შარმანაშვილი აშშ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრო.
მარიამი კინოჩვენებაზე მეუღლესთან და დედამთილთან ერთად იმყოფებოდა.
კადრებს ის სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
როგორც მარიამი აღნიშნავს, მას შესაძლებლობა მიეცა გაეცნო ლეგენდარული ჯერემი აირონსი.
ამასთან, სოფი ლორენის ქართველი რძალი სოფის და ჯერემის შეხვედრის კადრებსაც აქვეყნებს.
„არ ვიცი ასე უცბად როგორ მიხდება ოცნებები, მაგრამ ფაქტია, რომ ივენთის წინა დღეს ბატონი ჯერემი აირონსი მანქანიდან დავინახეთ ელეიში, ძალიან მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ რადგან გვეჩქარებოდა ვერ შევძელით მანქანის გაჩერება.
ივენთის დღეს კი რას ვხედავ, ბატონი ჯერემი ზუსტად ჩემს უკან ზის მეუღლესთან ერთად და პირადად გაცნობის პატივიც მერგო, რა თქმა უნდა,“ – წერს მარიამი.
ვიდეო: „პატივი მქონდა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას“ – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ შარმანაშვილი