მიხეილ ცაგარელი „პოსტალიონის“ ეთერში საუბრობს იმის შესახებ, რას გამოიწვევს ვენერას გადანაცვლება სასწორში.
მიხეილ ცაგარელი:
„რადგან პლანეტა ვენერა გადავიდა სასწორის ზოდიაქოში, ვისაუბრებთ იმაზე, რა ტენდენციები იქნება. არსებობს ნიშნები, სადაც მას არ უყვარს ყოფნა, მაგალითად თხის რქასა და მორიელში, რადგან იქ ვნება მოდის წინა პლანზე, მაგრამ გადასარევად გრძნობს თავს სასწორში, კუროში, ლომში, თევზების ზოდიაქოში. ვენერა სასწორში 7 ნოემბრამდე იქნება, ახლა როგორი სიყვარული მოდის იცით? პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ პრობლემებს წყვეტენ მშვიდობიანად და დიპლომატიურად. სიყვარული იღებს ფორმას, როცა პარტნიორები განსაკუთრებით უფრთხილდებიან ერთმანეთის გრძნობებს. ახლა ადამიანს ექნება სილამაზის დანახვისა და აღქმის განსაკუთრებული უნარი…“