LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ცხოვრობს ამერიკაში სოსო თოლორაია და როგორ მუშაობს ტაქსის მძღოლად: „აქ ვეზიარე ქრისტიანობას და მივხვდი, რომ ღმერთისთვის ადამიანში სხვა რამ არის მნიშვნელოვანი…“

1283
სოსო თოლორაია ახალი

მერიკო კარტოზია აშშ-ში სოსო თოლორაიას ესტუმრა და დაინტერესდა, როგორ ცხოვრობს ერთ დროს საქართველოში პოპულარული და მსახიობი სხვა ქვეყანაში.

სოსო თოლორაია ამბობს, რომ მშვიდ გარემოში ცხოვრებაზე ოცნებობს და მეუღლესთან ერთად საკუთარ მეურნეობაზე ფიქრობს, რომელსაც ბაღდათში გააკეთებს: „უძღები შვილივით ვარ… იარა, იარა და მიხვდა, რომ სახლში ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება. გამოვლით ყველაფერი გამოვიარე, რაც შეიძლება, ემიგრანტმა გამოიაროს, დაწყებული მშენებლობიდან, ბევრი გაჭირვებიდან და ცრემლიანი დღეებიდან. მე ხომ თეატრალური მაქვს დამთავრებული და მინდოდა, როგორც მსახიობს, მეცადა უფრო მაღალ ეშელონებში. მინდოდა, ჩემი თავი მომესინჯა, შეიძლება, კონკრეტულად ჰოლივუდში არა, მაგრამ დიდ სცენაზე. იყო კასტინგებიც, მცდელობებიც, მაგრამ მერე ამ ყველაფრის ინტერესი დავკარგე. მივხვდი, რომ ეს არ არის ცხოვრებაში მთავარი. ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ აქ გავეცანი ქრისტიანობას. თბილისში ეკლესიასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა, მაინცდამაინც მორწმუნე ოჯახში არ ვიზრდებოდი, ქრისტიანობას ამერიკაში გავეცანი და მივხვდი, რომ ღმერთისთვის ადამიანში სულ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. ის საჩუქარი, რაც ღმერთმა მოგცა ნიჭის სახით, ისე შეგიძლია გამოიყენო, რომ შენი სულის საცხონებლად იყოს. დავიწყე გალობა ეკლესიაში. ძალიან კარგი ოჯახი მაქვს… აქ 2005 წელს ჩამოვედი, როგორც მამა, ანდრია უკვე დაბადებული იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g