LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორ ჰგონია ვინმეს, მაშინ, როცა მე დავამარცხე „მგლოვიარე დედა“ ვინმე მომერევა? ვერ მომერევა აბსოლუტურად ვერავინ!“ – ეკა კუპატაძე

5286
ეკა კუპატაძე

YouTube გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას სტუმრობდა და სოციალურ ქსელში გადაცემის ანონსს გვიზიარებს. 

„ეს ბალიში გიგას სულ ხელში ეჭირა… სახლში თუ ყო ეს ბალიში სულ ხელში ეჭირა. 

ეს არსად არ მითქვამს. ჩემი წარსული რა სათქმელია ჩემს აწმყოსთან და ჩემს მომავალთან, რაც გველოდება.

ეს იცით ვინ მომტეხა?

გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი, ნიკა მყავდა თითქმის 2 წლის, როცა დავრჩი მეუღლის გარეშე…

სულ მუჭმოღერილი ვარ! მაგრამ, მაინც მაქვს სისუსტეები იცით? რასაც ვერ ვერევი ჯერ კიდევ…

უკან გიგა გვყავს და ეს უნდა დავიცვათ – მართალი კაცი! ამის ღირსებას ვის ვაპატიებ?

გიგამ იცოდა, რომ ასეთი ძლიერი დედა ჰყავდა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან მაგრად ვიცნობდით.

როგორ ჰგონია ვინმეს, მაშინ, როცა მე დავამარცხე „მგლოვიარე დედა“ ვინმე მომერევა? ვერ მომერევა აბსოლუტურად ვერავინ!

მე სხეულის დეფორმაციაც მაქვს. მარცხენა მხარე ნეკნები ამომეწია ყვირილით…

მე გიგას ცხოვრებას ბოლომდე მივიყვან!“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g