მომღერლები ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძემ ახალი სიმღერა კლიპთან ერთად წარადგინეს. ვიდეორგოლი რატი დურგლიშვილის ახალ სახლში გადაიღეს.
გადაღებების პროცესის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში პროდიუსერმა მამულიჩამ გაავრცელა. „როგორ მომწონს გადაღების პროცესი“ – დაწერა მან ვიდეოს აღწერაში.
ვიდეოდან ჩანს, რომ გადაღებები მხიარულ გარემოში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, სიმღერას სახელწოდებით „შენთან ერთად“ ახლავს ვიდეოკლიპი, რომელსაც სოციალურ ქსელებში უკვე ათასობით ნახვა აქვს.
ვიდეო: ლელა წურწუმიას და მაკა ზამბახიძის სიმღერა „შენთან ერთად“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა