LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რომ მეგონა, ყველას ფეხებზე ეკიდა და ჩემმა ამბავმა ჩაიარა, თურმე, ხალხს გულზე მოხვდა…“ – როგორ გადალახა მერაბ შარიქაძემ უმძიმესი პერიოდი

281
მერაბ შარიქაძე

საშა კაცმანის პოდკასტში ყოფილი მორაგბე მერაბ შარიქაძე საუბრობს.

მას შემდეგ, რაც მის სპორტულ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა და მოუწია რაგბის დატოვებამ დოპინგის სკანდალის გამო, ეს მისი მეორე ვრცელ ინტერვიუა ამ თემაზე:

„მქონდა განცდა, რომ ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ, თან სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს და თვითკრიტიკულიც ვარ – მერაბ შარიქაძე არა, ღომი, ვისღა ახსოვს მერაბ შარიქაძე-მეთქი, ასე ვფიქრობდი. მერე აღმოჩნდა, რომ არასწორად გამიკეთებია ანალიზი. რომ მეგონა, რომ ყველას ფეხებზე ეკიდა და ჩემმა ამბავმა ჩაიარა, თურმე, ხალხს გულზე მოხვდა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ადამიანური ძალა. შენს თავზე რომ იგრძნობ, უფრო აშკარაა, თორემ სხვებზე კი მინახავს, რა მაგარი თანადგომა გამოხატა ხალხმა და როგორ დამიდგნენ გვერდზე. ეგ იყო ჩემი რეაბილიტაცია, თორემ ბიჭები ისე ჩხუბობენ, ჩემი ჩხუბი რა მოსატანია. ხალხს მიზეზი მიეცა, რომ სიყვარული გამოეხატათ… ინტერვიუზე ჩემს ამბავს რომ ვყვებოდი თათასთან, მეგონა, რომ 80% დაიწყებდა ჩემს ლანძღვას, აი, შარდი მისცა, ახლა კიდევ აქ დაგვიჯდაო. პროგნოზებში სუსტი ვარ… პირიქით აღმოჩნდა. ისეთი ხალხი მეუბნება, რკენაზე ვიყავიო, მიკვირს, ამდენი ხალხი როგორ დაეტია.

ვატყობ ჩემს თავს, რომ პოზიტიურად ვარ. ეს იმის ინდიკატორია, რომ გამოვედი… ერთი წლის წინ ეს დრო მახსენდება. გაღიმება და ყველაფერი სხვა სულ ხელოვნური იქნებოდა… ახლა შიგნით სინათლე მაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g