„იმედის“ პროექტი „ვინ ვინ არის“ ახლახან დაიწყო და პირველივე ნიღბის გამოჩენა საინტერესო გამოდგა ტელემაყურებლისთვის, ჟიურისთვის კი – შოკისმომგვრელი.
პროექტის პირველივე ეპიზოდში გამოჩნდა ყურძენი, რომელმაც „მგზავრების“ საქართველოა“ შეასრულა.
საფეხბურთო დატვირთვის სიმღერის შესრულებამ ჟიურის წევრები დააეჭვა, რომ სპორტსმენთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ ვერავინ გამოიცნო, თუ ვინ იმალებოდა კოსტიუმის ქვეშ.
ეპიზოდის დასასრულს, როდესაც ყურძენი პროექტს გამოეთიშა და ნიღბის ახსნის პროცესი დაიწყო, გადაცემის წამყვანმა, მაკა ზამბახიძემ სცენაზე ოთარ ტატიშვილი მიიწვია. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კოსტიუმის ქვეშ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, მეკარე ოთარ გაბელია აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ თავადაც ამ პროექტის მაყურებელია და მონაწილეობა მისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ჟიურის წევრებმა ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს პროექტში მონაწილეობისთვის და ასევე მისი საფეხბურთო კარიერისთვის…