ფეხბურთელ გიორგი მამარდაშვილის და, ინფლუენსერი ნინიკო მამარდაშვილი პოდკასტში „მერე“ საუბრობს იმის შესახებ, თუ ვინ წარმოუდგენია მეორე ნახევრად და როგორც თავად აღნიშნავს, ფეხბურთელი მეწყვილე არ სურს კონკრეტული მიზეზის გამო:
„ბავშვობაში წარმომედგინა ჩემ გვერდით, რომ აუცილებლად ფეხბურთელი იქნებოდა. მე და ჩემს დაქალს პატარაობისას ნათქვამი გვქონდა, რომ ჩვენი შეყვარებულები უნდა იყვნენ ფეხბურთელები და ძმაკაცები. მერე, რომ გავიზარდე, გავიაზრე, რომ ფეხბურთელებს ძალიან რთული ცხოვრება აქვთ, ამიტომ ამაში გამიჭირდება, რომ ავყვე. იდეალური ბიჭი არ წარმომიდგენია, ამბობენ, რომ გარეგნობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ხასიათია. ვერასდროს ვიქნები ადამიანთან, რომელიც მხიარული არ არის. არ მომეწონება, სისულელეების კეთებაში თუ არ ამყვება…. რთული ხასიათი მაქვს…“
