„იმედის დღეში“ ნიკოლოზ წულუკიძეს თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი ეთერში ჩაერთნენ და რუსთაველის თეატრის შესახებ ისაუბრეს.
ჟანრი ლოლაშვილი:
რაც შემეძლო, ყველაფერი მივეცი ამ თეატრს და თვითონაც ძალიან გულკეთილი გამოდგა ჩემთვის. იქ ყოფნის დროს ფანტასტიკურ ხალხთან მომიწია ცხოვრება.
თათული დოლიძე:
რუსთაველის თეატრი მისტიკური ადგილია. 145 წლის განმავლობაში ამ თეატრმა ყველაფერი გადაიტანა საქართველოსთან ერთად. შეიძლება, რეჟისორმა, ადმინისტრაციამ მიგიღოს, მაგრამ თვითონ ეს თეატრი არ გიღებს. წარმოიდგინეთ, იქ რა უხილავი ძალები ტრიალებს. თავს არ ვგრძნობ ხოლმე მარტო, როცა თითქმის არავინაა თეატრში. მაშინაც ასეთი შეგრძნება მაქვს, როცა შვებულების დროს მივსულვარ იქ… თითქოს არ ვარ მარტო…“
ჟანრი ლოლაშვილი: „კულინარიული წიგნი რომ დავწერო, 30 ტომი მაინც გამოვა…“
ვიდეო: “გოგო მომწონდა და მორთული ნაძვის ხე ავუტანე დაკეტილ სახლში” – ჟანრი ლოლაშვილი