შოვში მომხდარი სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე.
შსს: „სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი“
ერთ-ერთი მოქალაქე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მისი დედა სტიქიის ზონაშია ჩარჩენილი:
„სახლში, სამზარეულოში იყო, არსად არ ჩანს, მაშველები არიან მისულები, მაგრამ არ ჩანს, სახლი, სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, – ამბობს მოქალაქე.
მაშველები არიან მისულები, მაგრამ არ ჩანს — მოქალაქე, რომლის დედაც სტიქიის ზონაშია ჩარჩენილი
„სახლში, სამზარეულოში იყო. მაშველები არიან მისულები, მაგრამ არ ჩანს,“ — მოქალაქე, რომლის დედაც სტიქიის ზონაშია ჩარჩენილი
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.
ამავე თემაზე:
ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“