LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოს ხმის“ პირველი გამარჯვებული 18 წლის ბათუმელი აჩი ჯაიანი გახდა: „ჩემთვის მთავარია, რომ ამდენი ხალხის გულამდე მივიდა ჩემი ნამღერი…“

269
აჩი ჯაიანი

„რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტის, „საქართველოს ხმის“ პირველი სეზონი 18 წლის ბათუმელი მომღერლის, აჩი ჯაიანის გამარჯვებით დასრულდა. მან 134 000 ხმიდან 57% მიიღო და კონკურენტებს, ერეკლე თურქაძესა და გიორგი ჭიალაშვილს მნიშვნელოვნად გადაუსწრო.

სამივე კონკურსანტმა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ორ-ორი სიმღერა შეასრულა და სამივე მათგანმა დიდი კომპლიმენტები მიიღო, თუმცა აჩი ჯაიანი ხალხის რჩეული გახდა.

აჩიმ ფინალში რომა რცხილაძის „ნოსტალგია“ და გოგი ცაბაძის „შუაღამის სერენადა“ შეასრულა. აჩიმ აღნიშნა, რომ მან გოგი ცაბაძის სიმღერა კონკურსში მეოთხედ იმღერა და მისთვის ყველა ჯერზე წარმატების მომტანი აღმოჩნდა…

„ჩემთვის მთავარია, რომ ამდენი ხალხის გულამდე მივიდა ჩემი ნამღერი, ვერც ვივარაუდებდი, რომ გავიმარჯვებდი, ძალიან ბედნიერი ვარ“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის „შუადღესთან“ საუბრისას აჩიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g