„რანინას“ მეხუთე საიუბილეო სეზონის გამარჯვებული გახდა 11 წლის მონაწილე, მარიამ ბიგვავა, რომელმაც საკმაოდ რთულ კონკურენციაში ფინალურ ეტაპზე მაქსიმალური ქულათა რაოდენობა მოაგროვა. მარიამმა ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრის თანხლებით გოგი ცაბაძის ტურში სიმღერა „ასეთია ეს ცხოვრება“ ბრწყინვალედ შეასრულა და გამარჯვებული გახდა. სწორედ მარიამი წარადგენს საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს.