შაკირა-პიკეს თემა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ბუნებრივია პაპარაცები შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, ფეხბურთელის ყოველი ნაბიჯი გააკონტროლონ.
„ვერსად დაიმალები!“ – შეშფოთებული ჟერარ პიკეს უახლესი ფოტოები
ამჯერად პიკე, NBA-ის მატჩზე, პარიზში გადაიღეს. მას თან შეყვარებული, კლარა ჩია მარტიც ახლდა, თუმცა ამ ფაქტმა ჟერარს ხელი არ შეუშალა, ტრიბუნებზე მოულოდნელად გამოჩენილი ირინა შეიკის დანახვით ღიად აღფრთოვანებულიყო.
ჟერარს სახეზე ყველაფერი ეტყობოდა, ის ემოციებს ვერ მალავდა. ფეხბურთელი და მოდელი თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით ჟერარმა შეიკთან „სელფები“ გადაიღო.
„შეხედეთ მის სახეს, ჭკუაზე არ არის!“„კაცი რომ მექალთანეა, ყველაფერში ეტყობა“, „კარგი წყვილი იქნებოდა“, – წერენ კომენტარებში.


