LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა

423
მიწისძვრა

6 თებერვალს სირიის ქალაქ ალეპოში, ნანგრევების ქვეშ ბავშვი დაიბადა.

მაშველებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს, თუმცა სამწუხაროდ, დედის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, მშობიარობისთანავე გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველებს ბავშვი ნანგრევებიდან ამოჰყავთ.

ახალშობილის სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

 

 

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალეპოში მოხერხდა ახალშობილი გოგონას გადარჩენა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 4 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 17 000-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია – საქართველოს ელჩი თურქეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g