ისევე როგორც გასული დღეების განმავლობაში, დღესაც, მრავალი სატელევიზიო გადაცემის გარკვეული დრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს დაეთმო.
პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებით ისაუბრეს გადაცემა „პოსტ ალიონის“ სტუმრებმაც დღეს.
გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში კი ამავე გადაცემის წამყვანმა, მომღერალმა ზურა მანჯავიძემ პატრიარქისადმი მიძღვნილი, საკუთარი ლექსი – „სიყვარულის პატრიარქი“ წაიკითხა.
ზურა მანჯავიძის ლექსმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი 18 მარტიდან სამების ტაძარში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ილია მეორე, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
