LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სულ აღფრთოვანებისა და სიახლის პერიოდია, ისევ ის მდგომარეობა მაქვს, რაც წლების წინ იყო…“ – როგორ ახასიათებენ ერთმანეთს მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი და როგორი იყო მათი პირველი პაემანი

625
მარიამ როინიშვილი

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ერთმანეთს კითხვებს უსვამენ „ტაატის“ რუბრიკაში. „სულ აღფრთოვანებისა და სიახლის პერიოდია, ისევ ის მდგომარეობა მაქვს, რაც წლების წინ იყო“, აღნიშნავს მარიამი ვახოსთან თანაცხოვრების შესახებ. „მარიამი ყველაზე ყურადღებიანი, მოსიყვარულე და მზრუნველია“, დასძენს ვახო.

მარიამი:

რა იყო შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემზე და შეიცვალა თუ არა ის წლებთან ერთად?

ვახო:

პირველი შეფასება იყო თვალები, რომლებიც დღემდე არ მავიწყდება. პრიალა თვალები…

შანსი რომ გქონდეს, ერთი მომენტი ამოიღო ჩვენი თანაცხოვრებიდან და დააფიქსირო, რომელი იქნებოდა ეს მომენტი?

მარიამი:

ყველა იფიქრებს ალბათ, რომ ეს ჩემი შვილების დაბადებაა. იმ მნიშვნელოვან წამებს დავიმახსოვრებდი, რომლებიც არავის ახსოვს – დაბადება და გარდაცვალება.

ჩემი პირველი როლი, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შენთვის…

ვახო:

„ჩიკაგოში“, მიუზიკლში შენი პირველი ნაბიჯები. ღელავდი, მაგრამ მე ვცდილობდი დამებალანსებინა.

გაიხსენე ჩვენი პირველი პაემანი…

მარიამი:

მახსოვს ის მომენტი, როდესაც კიბეზე ამოდიოდი, კარი ვერ იპოვე და გარეთ გამოვედი, რომ მენახე. დაბნეულობისგან მოგესალმე, მაგრამ არ გადაგკოცნე. შემდეგ, როცა მეგობრების წრე შეიკრა, შენ გააკეთე კერძები, რითაც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი სამეგობრო მონუსხე.

ერთი რამ, რაც აქამდე არ გითქვამს, მაგრამ სულ გინდოდა გეთქვა.

ვახო:

მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში მოევლინე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g