გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“-ს გასული ეპიზოდი ბებიებს მიეძღვნა.
გადაცემის ავტორი, ნანუკა ჟორჟოლიანი გადამღებ ჯგუფთან ერთად ხარაგაულში, იგორეთში მარტოდ მცხოვრებ 87 წლის ზინაიდა ნაჭყებიას ესტუმრა.
ზინაიდა ნაჭყებიას მეუღლე და ორი შვილი გარდაეცვალა, მას ჰყავს ერთი შვილი, რომელიც დედის ნახვას იშვიათად ახერხებს.
საკუთარ ისტორიას 87 წლის ზინაიდა ნაჭყებია „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“-ში ჰყვება.
„ვინ მყავს პატრონი? დავიარები ნელ-ნელა. სახლიც მქონდა, კარიც, ჩემი შვილი ბანკმა დააქცია… ქალი შეხვდა იმისთანა, უბედური… ერთი შვილი მყავს და აქ არ მოსულა, ქვეყნის ვალები აქვს.
მეორე შვილი გარდამეცვალა. სულ მარტო ვარ, სახლი არ მაქვს, სად წავიდე? დამიყიდეს ყველაფერი… ჩემი შვილი ალალ-მართალია, მაგრამ რა ქნას?
ჩემი მეუღლე ჩემმა შვილმა დაასაფლავა და წლისთავზე ისიც მომიკვდა, სიმწრით გაზრდილი…
ჩემი მაზლის ცოლი მივლის, მოდის და ყურადღებას მაქცევს.
შვილი ბოლოს სამი თვის წინ ვნახე“, – ამბობს ზინაიდა ნაჭყებია.