მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, 3 მარტს, რუსთაველის თეატრში სოლო კონცერტი გამართა, რომელიც ახლახან გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა.
კონცერტზე, რომელიც ემოციური იყო როგორც მომღერლისთვის, ისე მაყურებლისთვის, ანრი ჯოხაძემ დედის შესახებ ბევრი ისაუბრა. კონცერტის შემდეგ კი მომღერალმა „იმედის კვირის“ გასული ეპიზოდის ერთ-ერთ რუბრიკაში ასევე დედაზე და ისაუბრა სიმღერაზე „თეთრი ღამე“, რომელიც დედის ავადმყოფობის დროს გააკეთა და კონცერტზე ემოციით შეასრულა.
„თავიდან ინსტრუმენტსაც ვეღარ ვეკარებოდი, აღარც მუსიკა მახარებდა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ნომერ პირველი ადრესატი აღარ მყავს გვერდით.
დედაჩემისგან პასუხი საკადრისიც მექნებოდა ასეთ დროს და მერე ჩემშიც ძალა მოვძებნე.
ჩემთვის საკრალური სიმღერაა. ლაივ-ჩანაწერი გადავახვიე, ვაჩვენე და ინტერვიუს დროს რომ შევდივარ, ალბათ მოვეწონე, კარგად გამოვიყურებოდი მისთვის და ხელით მანიშნა [კარგად გამოიყურებიო] და ორ დღეში დედა წავიდა“, – გაიხსენა ანრი ჯოხაძემ.
