„თავის დათვლების ნაცვლად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“, – ამის შესახებ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„იმედიანად ვარ. ამიტომ ვდგავარ 25 დღეა აქ და კიდევ ვიდგები, რამდენიც საჭიროა. ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელებიდან, რაც დღეს ხდება არის ახალი არჩევნები. ასევე უნდა გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია.
არავინ დაღლილა და ამის აღსაქმელად, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ითვლიან, რომ 300 კაცი იდგა… თუ კიდევ თავის დათვლებს დაიწყებენ მინდა ვუთხრა, რომ თავის დათვების მაგივრად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“, – აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.
ცნობისათვის, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.
საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.