LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თავს აღარ ვებრძვი, ვცდილობ ტკივილი შევიმსუბუქო და უფალი მეხმარება“ – თამუნა მდივანი გარდაცვლილ შვილზე

618
2026-02-19_00-35-42_394985

ცნობილი ინფლუენსერი და მსახიობი, თამუნა მდივანი, რომელსაც გასული წლის გაზაფხულზე ახალგაზრდა შვილი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში სევდიან მიმართვას გვიზიარებს.

ემოციურ ვიდეოში თამუნა ამბობს, რომ ტკივილის შემსუბუქებაში მას უფალი ეხმარება.

„კომენტარში დამიწერეს ასეთი ფრაზა: „ვგრძნობ როგორ ებრძვი საკუთარ თავს და მეც ახლა ამ გზას გავდივარ“. ღმერთმა შეუმსუბუქოს მას ეს ტკივილი. საკუთარ თავთან ბრძოლა ჩანასახშივე წაგებულია. თავს აღარ ვებრძვი, ვცდილობ ტკივილი შევიმსუბუქო და უფალი მეხმარება.

დიდი ხანია გიორგი არ დამსიზმრებია და დღეს ძალიან ცოტა ხნით დამესიზმრა. ყველას ესიზმრებოდა გარშემო და აბარებდა, უთხარით დედას რომ კარგად ვარო. განმიახლდა, ეს თითქოსდა მიყუჩებული ტკივილი.

ამას ვერაფერი აყუჩებს, მაგრამ რაღაც მომენტში გრძნობ, რომ ცხოვრება უნდა გააგრძელო. როდესაც უფალი ინებებს, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ იქამდე მონატრებას უნდა გავუძლო“, – ამბობს თამუნა მდივანი.

ვიდეო: „ჩვენ არ ვართ შვილმკვდარი დედები. ჩვენი შვილები არ მომკვდარან, ისინი სასუფეველში აგრძელებენ სიცოცხლეს“ – თამუნდა მდივანის ემოციური მიმართვა

ვიდეო: „მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ რთულ მომენტში ჩვენ გვერდით იყავით და ამ უმძიმეს მწუხარებას იზიარებდით… ახალი ინფორმაციით ვართ“ – რა ინფორმაციას ავრცელებენ თამუნა მდივანი და მისი ქალიშვილი

„გიორგის ახლა ყველაზე საუკეთესო დედიკო ჰყავს – ღვთისმშობელი დედა.. ეს მაძლებინებს“ – თამუნა მდივანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g