„რანინას“ აღმოჩენა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის უნიჭიერესი ვაჟი, მათე მარტიაშვილი ახლახან ნიკოლოზ რაჭველის პროექტის ფარგლებში, ფილარმონიის სცენაზე გამოვიდა.
თინათინმა შვილის გამოსვლის კადრები გაგვიზიარა და მადლობა გადაუხადა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს ამ შესაძლებლობისთვის:
„ეს იყო სასწაული!
ასეთი ბედნიერი თუ ვყოფილვარ, არ მახსოვს…
უდიდესი მაესტროს გვერდით, საოცარ ორკესტრთან ერთად, მათემ ყველას გულებში შეაღწია!
როგორი ამაყი ვარ შენით!
უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, ნიკოლოზ, ჩვენი ერის სიამაყევ!..
ეს კულისებიდან გადაღებული კადრები… მოგვიანებით შემოგთავაზებთ კარგ ჩანაწერს“.