სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული ძველი ქართული სიმღერების პოპური ვრცელდება.
ნუცა თოფურიას, თაკო კაკალაშვილის და გიორგი ცხადაძის მიერ გიტარის თანხლებით ტკბილად ნამღერ ძველ ჰანგებს სასიამოვნოდ მოუსმენთ და კარგ განწყობასაც შეგიქმნით.
“დავტკბი, გაიხარეთ”, “რა კარგები ხართ ბავშვებო”, “ტკბილად ნამღერია”, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.