მოგზაურებმა გრეგ მილერმა და სკოტ ბრედლიმ Toyota Land Cruiser 70-ით 7 კონტინენტი და 260 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარეს. შემდეგ კი მათ გადაწყვიტეს, ამ დროს მიღებული გამოცდილება იდეალური კემპერის შესაქმნელად გამოეყენებინათ. სიახლე 2021 წლის Land Cruiser Heritage Edition-ის ბაზაზე ააგეს და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დეტალით აღჭურვეს. ბორბლებიან სახლში არის სამზარეულო, მაცივარი და სასმელი წყლის რეზერვუარი. იქვეა ორადგილიანი საწოლიც.
მთლიანობაში 7 ასეთი ავტომობილი აიგება და ორს ავტორები თავისთვის დაიტოვებენ. 5 კემპერი კი გაიყიდება.
მოდულში არის 3 ფანჯარა, მწერებისგან დამცავი ბადე. სალონში დამონტაჟებულია აუდიოსისტემა Kenwood, მაცივარი და მოძრავი საშხაპე.