მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს, ლიონელ მესიმ ხელმოწერილი მაისური უკვე მეორედ გამოუგზავნა.
“ქალბატონო ნონა, გამარჯობა. პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა. როგორც იქნა, ამდენი ხნის და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, საჩუქარი ჩამომივიდა. კიდევ ერთხელ მადლობა და გულითადი მოკითხვა. ასევე, გიგზავნით ეროვნული ნაკრების ხელმოწერილ მაისურს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა” – ლეო მესი.