LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ გაინტერესებთ ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან, გაიცანით, ნელი ბურკიაშვილი“ – ნინი შერმადინი ბებიასთან შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს

280
ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი წერს, რომ სიმღერა მას ბებიებმა ასწავლეს.

მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რასაც ბებიასთან ექსპრომტად შესრულებულ სიმღერას ურთავს.

„თუ გაინტერესებთ ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან, გაიცანით, ნელი ბურკიაშვილი. ჩემი ნელიკუნა. 9 თვიდან 9 წლამდე ყვარელში მზრდიდნენ ბებიები ნელი და დეზიკო, ხო და ყოველ საღამოს ხმებში სიმღერას მასწავლიდნენ, სამ ხმაში ვმღეროდით. ძალიან ვთხოვე მოდი ვიმღეროთ თქო და ვიდეოზე ძლივს დავითანხმე ვეღარ ვმღერი შვილოო… 80 წლის კვალობაზე ძალიან კარგადაც მღერის და ძალიან ლამაზადაც გამოიყურება! „საპოვნელა“ ექსპრომტად, აკაპელა მე და ნელიკუნასგან,“ – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g