ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის გერმანელ საცოლესთან ერთად ამღერდა.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ქართული სიმღერა შემოგვთავაზა – ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრები“.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზსა და შარლოტა ჰელენს უკვე რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. როგორც ჩანს, ჰელენი მოწადინებულია, რომ ქართული ენა შეისწავლოს და ძალიან მოსწონს ქართულენოვანი კომპოზიციებიც.
