თვითიზოლაციაში ყველა სხვადასხვანაირად ირთობს თავს. ზოგიერთი ხატვის სწავლას იწყებს, მაგალითად, შერონ სტოუნი, რომელმაც თავისი პირველი ნამუშვარი უკვე გაგვიზიარა. ზოგიერთი ვარჯიშობს და საზოგადოებას ინტენსიური სექსისკენ მოუწოდებს.
ზოგი კი ახალი წამოწყების ავტორია და თვითიზოლაციის პერიოდში, პანდემიის დასრულებამდე წვერის გაზრდას აპირებს.
„მე წვერს მანამ გავიზრდი, სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება, #letsgrowtogether“ - ჯიმ ქერის ახალი წამოწყება
მან განაცხადა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში წვერს აღარ გაიპარსავს
ზოგი კი თვრება და თმას იჭრის, ეს უკანასკნელი აქტივობა პოპ-ვარსკვლავ, პინკს ეხება, რომელმაც საზოგადოებას წუხანდელი ღამის შედეგი გაუზიარა.
როგორც ჩანს, პინკმა ზედმეტი ალკოჰოლი მიიღო და ისე დათვრა, რომ ვარცხნილობის შეცვლა განიზრახა. 40 წლის მომღერალმა თმა სულ მოკლედ შეიჭრა და მეუღლე შოკში ჩააგდო, შედეგი კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გაგვიზიარა.
„მინდა გაგიზიაროთ, რაც გუშინ ღამე გავაკეთე, როდესაც ვსვამ, საოცარი იდეები მებადება, ასე მოხდა გუშინაც, დავლიე და თმა შევიჭრი“– ამბობს პინკი
https://www.instagram.com/p/B-IntajJ-Mb/