ვიქტორია ბექჰემი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის ნიუ-იორკში გამართულ, Time 100 Gala-ზე კომიკოსის ხუმრობის სამიზნე გახდა.
ვიქტორია და მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემი Time100-ის პრესტიჟულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული გლამურით გამოირჩეოდნენ. საღამო Jazz at Lincoln Center-ში გაიმართა, სადაც ა-კლასის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი.
როდესაც სცენაზე კომიკოსი, ნიკი გლეიზერი ავიდა, მან ვიქტორიას მიმართ ირონიულად იხუმრა. გლეიზერმა დიზაინერისთვის დამახასიათებელ სერიოზულ გამომეტყველებას გაუსვა ხაზი და მას „უფრო ხშირად გაღიმებისკენ“ მოუწოდა, რამაც დარბაზში ხმამაღალი სიცილი გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლის ნაწილი ამ ხუმრობით გაერთო, თავად ვიქტორია აშკარად არ იყო კმაყოფილი, დევიდის ნაძალადევმა ღიმილის ვიდეომ კი სოციალური ქსელი მოიცვა.
„შეწყვიტე დედამთილის დატროლვა!“ – ნიკოლა პელტცი ვიქტორია ბექჰემსს აბუჩად იგდებს – უახლესი ფოტოები
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ
