ვიდეო: „უნდა მოვნახოთ საერთო ნიშნები რაშიც ვთანხმდებით… გაათავისუფლონ პატიმრები სასწრაფოდ, რადგან ასე ვერ შევთანხმდებით ვერაფერზე და ეს პოლარიზაცია სადამდე მივა უკვე აღარც ვიცი…“ – დავით დოიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე
22.12.2024
122
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.
დოიაშვილის განცხადებით, აქციაზე დაკავებული პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ამის გარეშე შეთანხმება შეუძლებელია:
„ძალიან უცნაურია რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რაღაც ორ შექმნილ სიმართლეს შორის აღმოჩნდა საქართველო… მგონია, რომ მაქსიმალურ ჩიხში მიდიან.
ჩემი აზრით უნდა მოვნახოთ საერთო ნიშნები, რაშიც ვთანხმდებით, მაგალითად ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ძალადობა არ შეიძლება, ასევე ვთანხმდებით, რომ პატიმრები უნდა გაათავისუფლონ – ამიტომ მოდით დავიწყოთ ამით, გაათავისუფლონ პატიმრები სასწრაფოდ, რადგან ასე ვერ შევთანხმდებით ვერაფერზე და ეს პოლარიზაცია სადამდე მივა უკვე აღარც ვიცი“ – განაცხადა დავით დოიაშვილმა.