LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უტკბილესი ხმები“, „საამაყო დედა-შვილი“ – მათე მარტიაშვილისა და თინათინ ჭულუხაძის ბრწყინვალე შესრულება: „ვოცნებობდი, ჩემს შვილებს ან მეორე ხმა ან ბანი მოეცათ და ეს ოცნება ამიხდა…“

393
თინათინ ჭულუხაძე

როგორი ეტაპია დღეს თინათინ ჭულუხაძის ცხოვრებაში – „ჯეოსტარის“ გამარჯვებული მათე მარტიაშვილის დედის ამპლუაში გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდა, სადაც შვილის წარმატების შესახებ ისაუბრა.

ექსკლუზივი: „რანინელი“ მათე მარტიაშვილი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ ფოლკლორის ტურზე მაყურებელი აღაფრთოვანა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის ვაჟია: „მათემ რომ ეს სიმღერა შეასრულა, მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა…“

„რაღაცნაირი ბედნიერი და პოზიტიური ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, მათემ ისე გამახარა, „ჯეოსტარი“ და ყველაფერი გვერდით გადაიწია, შვილის წარმატება განსხვავებული სიხარული და შეუდარებელი განცდაა.

ამ ეტაპზე, განსხვავებულად ბედნიერი ვარ. მათე სულ მუსიკალურ ჰანგებში გავზარდე, ვოცნებობდი, ჩემს შვილებს ან ბანი ან მეორე ხმა მოეცათ და ეს ოცნება ამიხდა…“, – თქვა თინათინ ჭულუხაძემ.

დედა-შვილმა დილის ეთერში ერთობლივი დუეტიც შესთავაზეს მაყურებელს.

„უტკბილესი ხმები“

„საამაყო დედა-შვილი“

„მათე ჩვენი ბულბულია“

საუკეთესოები ხართ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

🥰🥹 მათე მარტიაშვილი და თინა ჭულუხაძე – დედა-შვილი დუეტით დილის ეთერში

🥰🥹 მათე მარტიაშვილი და თინა ჭულუხაძე – დედა-შვილი დუეტით დილის ეთერში

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 10 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g