LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვცდილობ, რომ შვილები სიყვარულით აღვზარდო..“ – როგორი დედაა მარიკა თხელიძე და როგორ ემზადება ოჯახი ახალი წლისთვის

377
მარიკა თხელიძე

მარიკა თხელიძე გადაცემას „პოსტალიონი“ შვილთან, პატარა ვივიენთან ერთად ესტუმრა.

როგორც მარიკამ აღნიშნა, მას და მის ოჯახს ახალი წელი განსაკუთრებით უყვარს.

ოჯახი საახალწლო სამზადისს ჯერ კიდევ სექტემბრის თვიდან იწყებს.

მარიკამ გადაცემაში დედობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შვილებთან მეგობრობს.

„ვცდილობ, რომ შვილები სიყვარულით აღვზარდო. ნიკოლოზი უკვე დიდია, მის აზრსა და რჩევებს ვითვალისწინებ.

ვცდილობ, რომ მისი აზრის გათვალისწინებით მოვიქცე…

შეხმატკბილებული მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

უნდა იმეგობრო შვილთან. ჩხუბით, ხმამაღალი ტონით მიმართვა არ შეიძლება“ – აღნიშნა მარიკამ.

რაც შეეხება მეუღლის ჩართულობას პატარა ვივიენის აღმზრდელობით პროცესში მომღერალმა აღნიშნა, რომ ქმარი მაქსიმალურად ხელს უწყობს და ეხმარება.

 

აღსანიშნავია, რომ მარიკამ გადაცემაში იმღერა.

მარიკამ საახალწლო ჰიტი Last Christmas შესანიშნავად შეასრულა.

სცენაზე მასთან ერთად იყო პატარა ვივიენიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები