LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა სხვაობა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემსა და ჩემ ცოლს შორის, მაგრამ ურთიერთობა, სიყვარული და გულწრფელობა ისეთი რამეა, საერთოდ შლის ასაკს“ – გიორგი გასვიანი

474
გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებსა და ადამიანებზე ისაუბრა.

გიორგი გასვიანი მეუღლეზე მარიტა მელიქიშვილზე საუბრისას აცხადებს, რომ სიყვარულმა და გულწრფელობამ, მათ შორის არსებული ასაკობრივი ბარიერი გააქრო.

„მარიტა ჩემზე 16 წლით უმცროსია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, თეატრის თემაზე მომწერა, შემდეგ იმ სპექტაკლს დაესწრო.. პირველად სცენაზე მნახა და ისე წავიდა, რომ მე არ ვუნახივარ..

შემდეგ ზაფხულში შევხვდით და ერთმანეთი უფრო ახლოდან გავიცანით. ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა და შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა ჩვენი დაქორწინება.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა სხვაობა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემსა და ჩემ ცოლს შორის, მაგრამ ურთიერთობა, სიყვარული და გულწრფელობა ისეთი რამეა, საერთოდ შლის ასაკს“ – გიორგი გასვიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები