თეონა კონტრიძემ 20 კილო დაიკლო.
ვიდეოს თეონა სოციალურ ქსელში გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ ის და მისი ნუტრიციოლოგი აღნიშნულ ფაქტს ერთად ზეიმობენ.
„ამჯერად, ძალიან მარტივად წავიდა პროცესი, ბევრს ვმოძრაობდი.
მეგობრებო, მოითმინეთ, პირველი 10 დღე და შემდეგ ისევე როგორც მატარებელი, ისე წავა თქვენი ზედმეტი კილოგრამები,“ – თქვა თეონამ.
კონტრიძე ასევე აღნიშნავს, რომ წონის კლების პროცესს ხელს ალკოჰოლი უშლის.
„არასოდეს მჯეროდა, რომ ალკოჰოლი ასე უშლიდა ხელს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, პასიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ მაინც… თუ თქვენც გეგმავთ წონის კლებას, მაშინ მიჰყევით ჩემს რჩევას. არც ერთი ჭიქა ღვინო, მასზე დროებით უარი უნდა თქვათ!“, – წერს მომღერალი.