ნიკოლოზ ხარატისა და ოთო ბაზერაშვილის კიდევ ერთი სასიამოვნო დუეტი ვიხილეთ „იმედის“ ეთერში.
ამჯერად ბავშვებმა „მთვარის სიმღერა“ შეასრულეს და კვლავ დაიპყრეს მაყურებლის გულები.
რასაკვირველია, ამ შესრულებას მოჰყვა თბილი კომენტარები მსმენელის მხრიდან: „ყოჩაღი და საამაყო ბავშვები“, ასე აფასებენ ოთოსა და ნიკოლოზს.