რუსეთ-უკრაინის ომზე უამრავმა ლეგენდარულმა არტისტმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და საქველმოქმედო ორგანიზაციაში ჩაერთო. ალბათ ჯონ ლენონი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ომს პირველი სწორედ ის დაგმობდა.
ლეგენდარული Pink Floyd უკრაინისთვის გაერთიანდა და 28 წლის შემდეგ პირველი სიმღერა გაავრცელა
ამჯერად, უკრაინას სიმღერა ლეგენდარული Beatles-ის წევრის შვილმა, ჯულიან ლეონმა მიუძღვნა, მან სიმღერა Imagine პირველად იმღერა, ჯულიანს პარტნიორობა ჯგუფ Extreme-ის წევრმა, ნუნო ბეტენკმა გაუწია. ამით მუსიკოსები კამპანიას, Stand Up for Ukraine შეუერთდნენ.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ Imagine-ს მხოლოდ მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი. მაგრამ ახლა ამ სიმღერის ტექსტი მსოფლიოში მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას ასახავს. ეს სიმღერა სინათლეა გვირაბის ბოლოს“, – განაცხადა ჯულიანმა.