მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ გადაცემაში „გვაჩვენე შენი ხმა“ ცნობილი არგენტინული სერიალიდან „ველური ანგელოზი“ მომღერალ ნატალია ორეიროს სიმღერა შეასრულა.
თიკამ სცენაზე განსხვავებული იმიჯიც მოირგო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„როგორ უხდება ასეთი სტილის სიმღერები თურმე თიკას ხმას ❤️ უნიჭიერესი და ულამაზესი როგორც ყოველთვის ❤️🙌 “, „ვააააიმეეე რა მაგარი ხაარ😍🔥“, „ხავერდივით ხმაა, ძალიან მოგიხდათ ეს სიმღერა❤️❤️“, „თიკა არის საუკეთესო ყველა ასპექტში, უნიჭიერესია, ულამაზესია, უთბილესია, უბრალო და იმის მიუხედავად რომ ბევრ პროექტშია, არასდროს არ არის „დიდი დოზით“, ყველგან სხვადასვაა და განუმეორებელი👏🔥🙌❤️“, „✨არ მეგულება ადამიანი მსგავსი, ყველაფერი უხდებოდეს და ყველაფერში ნიჭიერი იყოს ❤️ თიკა🔆“, – აღნიშნავენ სოციალური ქსელის გამომწერები.