რესტორანი „ქვევრი“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს გარდაცვლილი ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის შესახებ პოსტს, რომელსაც თან ერთვის ვიდეო.
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
პოსტში ნათქვამია, რომ ლაშა ბასლანძე იყო ადამიანი, რომელმაც რესტორანი „ქვევრი“ ნულიდან შექმნა და განსაკუთრებული სითბოთი ეკიდებოდა თითოეულ თანამშრომელს.
ნატო გელაშვილი: „ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო…დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…“
ნოე სულაბერიძე: „დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა“
„ყველაფერს ვიზამთ რომ შენი ოცნება და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ
გვიყვარხარ ლაშა ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული. ქვევრი ნულიდან შექმნა ლაშა ბასლანძემ. გლოვობს მთელი საქართველო. გლოვობს ყველა ის ადამიანი, ვინც გიცნობდა.
იცით როგორი იყო ლაშა?
თავისი ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა !!!!!!!
ასეთი იყო – ყველა მიმტანს, დარაჯს, დაცვას, მენეჯერს ჩამოუვლიდა და ეკითხებოდა რამე ხომ არ უჭირდათ, ყველასი იყო და ყველასთვის იყო“
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მისი ბოლო აქტივობა იყო 27 ოქტომბრის ღამის საათებში. კერძოდ, ბასლანძემ გამოაქვეყნა ფოტოები იტალიიდან.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 