მომღერალმა ნინი შერმადინმა 21 ნოემბერს, აშშ-ში სოლო კონცერტი გამართა, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ.
საღამოზე ნინიმ კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილი სიმღერაც შეასრულა, რომელიც ნინიმ დედის ხსოვნას მიუძღვნა.
სიმღერის შესრულებამდე ნინიმ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
„ყველაზე ძალიან ვისაც გაუხარდებოდა დღეს ამ დარბაზში ჯდომა დედაჩემია… ვიცი, რომ დღეს აქ არის, ესწრება და მიყურებს…
ეს სიმღერა დამიწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, როცა დედა გარდაიცვალა კოვიდის დროს. ალბათ, ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს, რომ მისი ხსოვნისთვის მაქვს ის უკვდავი მელოდია, რომელიც სიცოცხლეში ვერ შევძელი, რომ მიმეძღვნა. ეს სიმღერა ეძღვნება დედას…“, – თქვა ნინიმ კონცერტზე.
ნინი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს პოსტს:
„ეს სიმღერა და ეს კონცერტიც შენ გეძღვნება დე, როგორც შენ შენი ცხოვრება მომიძღვენი ❤️ Maiko Kachkachishvili სულ მადლობა შენ ამხელა საჩუქრისთვის! ძალიან მიყვარხარ“, – წერს ნინი შერმადინი.
