LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზურა ყიფშიძე: „ძალიან კარგია, რომ შვილიშვილებმა გამიმართლეს და საერთოდ არ ეკარებიან არაფერს…“

677
ზურა ყიფშიძე

ეკა ხოფერიასთან ინტერვიუში „სითისთვის“ ზურა ყიფშიძე გამოთქვამს კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილიშვილებს არ უყვართ არასიფხიზლე. მსახიობი იხსნებს, რომ მის თაობაში ეს მიღებული იყო. თუმცა ნატალია ყიფშიძე აღნიშნავს, რომ რეალურად მის თაობაშიც ძალიან დიდი პრობლემებია.

ზურა ყიფშიძე:

ჩემს თაობაში, მიღებული იყო, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ალკოჰოლი, არამედ ნარკოტიკიც. ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ. ძალიან კარგია, რომ შვილიშვილებმა გამიმართლეს და საერთოდ არ ეკარებიან არაფერს, თუ არ ჩავთვლით ნატალიას, რომელიც ღვინოს სვამს…

ნატალია:

ჩემს თაობაში ძალიან დიდი პრობლემებია რეალურად… ჩემი საყვარელი პარასკევი ან შაბათია, როცა მეგობრებთან ერთად ღვინოს ვწრუპავ და ვჭუკჭუკებ, სხვებისთვის ეს კლუბური ნარკოტიკია. მე ასეთ წრეებს ჩამოვშორდი, რადგან არ მინდა, რომ ამ ყველაფრის ზეგავლენის ქვეშ მოვხვდე…

magti 5g