LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა“ – ნინო წილოსანი გურამ როგავას

201
2025-02-11_23-41-34_093970

ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტ გურამ როგავას.

„სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა”, – ამბობს წილოსანი.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g