ვილნიუსი ევროპის 2025 წლის საშობაო დედაქალაქის ტიტულს მიიღებს. ამის შესახებ LRT წერს.
ჟიურიმ ლიეტუვის დედაქალაქი ტრადიციების, კულტურის და უწყვეტი განვითარების შერწყმის დამსახურებით შეარჩია, ამ ყველაფრის დემონსტრირებას ქალაქი სადღესასწაულო სეზონზე საუკეთესოდ ახერხებს.
მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ნაძვის ხე, რომელიც ტრადიციულად უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქი შობის მთავარ სიმბოლოს სტაბილურად დიდ ყურადღებას აქცევს.
მაგალითად, 2020 წელს კარანტინის პირობებში ვილნიუსში ნაძვი-ინსტალაცია დადგეს, რომელიც მეტალის ბლოკებისგან იყო შექმნილი. ნაძვი ლედ-განათებებითაც გააფორმეს და მისით ტკბობა შორიდან, ახლოს მისვლის გარეშეც იყო შესაძლებელი.
წელს ვილნიუსი ადგილობრივებსა და ტურისტებს გაახარებს ცოცხალი საშობაო ნაძვით, რომელიც უზარმაზარ მანათობელ კონსტრუქციაში იქნება მოთავსებული.
ვილნიუსი აქტიურად ზრუნავს ასევე გარემოზე და მხოლოდ ენერგო დამზოგავ განათებებს იყენებს.