ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს.
„ავტოკრატიის წინააღმდეგ ძლიერი პოლიტიკური მესიჯია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები.
დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერში“.