თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ახალნამშობიარები ქალი და მისი რამდენიმე დღის დაბადებული შვილი გარდაიცვალნენ.
„გოგონა იყო 30 კვირის ფეხმძიმე, როდესაც ჩვენთან მოვიდა კოვიდის სიმპტომებით, მას გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. თავიდან იყო მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული და არ სჭირდებოდა რეანიმაცია, ის დაყოვნდა სამეანო განყოფილებაში. სამეანო განყოფილებაში ყოფნისას გაუარესდა მისი მდგომარეობა, იძულებული გავხდით, რომ რეანიმაციაში ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაგვეყვანა.“ – ამბობს კლინიკის დირექტორი ალექსი ვაჩაძე.
თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები გარდაიცვალა - ჩვილი 2 დღით ადრე დაიღუპა
მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს.
როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილი გოგონა მაიკო წიკლაურია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა.
გარდაცლილი გოგონას შესახებ ფოტოგრაფი ეკა მძლეული სოციალურ ქსელში წერს.
„??? როგორ ჩამწყდა გულში ყველაფერი ღმერთო, აგვისტოში მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს ღმერთო, წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში, დატოვა თავისი იმედა უიმედოდ
???“, – წერს ფოტოგრაფი.